ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

17:28, 05.01.2026

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე დღეს დილით აღდგა.

მსგავსი