ფარავნის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ფარავნის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ფარავნის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ნისან იქსტერას“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.