ფანაგა-ლასდილის და მელე-ფანაგას მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა
ფანაგა-ლასდილის და მელე-ფანაგას მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა

თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 156კმ-157კმ (ფანაგა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის 125კმ-156კმ (მელე-ფანაგა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.