ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს
ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი ასაკი 20-დან 25 წლამდეა.

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

დაჭრის ფაქტი პირველ არხს დაუდასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება (236-ე).