„ფაიზერის“ ვაქცინაზე ექვს საათში 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა
„ფაიზერის“ ვაქცინაზე ექვს საათში 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 18:00 საათისთვის „ფაიზერის“ ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.

მათივე ცნობით, რეგისტრაციის დაწყებიდან ექვს საათში 18 000-ზე მეტი ადგილი იყო თავისუფალი.

„ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი გრძელდება.

ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. ასევე, ცხელ ხაზზე – 15 22.

ვაქცინაცია დაასრულებს COVID-19-ის პანდემიას“, – აცხადებენ უწყებაში.

„ფაიზერით“ ვაქცინაციის მსურველებისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან მიმდინარეობს.