„ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდ დოზას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაუგზავნიან

15:44, 21.05.2021

ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მათ მიერ შექმნილი ვაქცინის 2 მილიარდ დოზას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაუგზავნიან.

განცხადება ამის შესახებ „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ რომში, ჯანდაცვის სამიტზე გააკეთა.

ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ აპირებენ, მომდევნო 18 თვის განმავლობაში ვაქცინის 2 მილიარდი დოზა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაუგზავნონ“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.

მსგავსი