„ფაინენშელ თაიმსი“ - საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტი გააფრთხილა, რომ გრენლანდიის დაუფლება ხაზის გადაკვეთაა, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობებს ვაშინგტონთან
„ფაინენშელ თაიმსი“ - საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტი გააფრთხილა, რომ გრენლანდიის დაუფლება ხაზის გადაკვეთაა, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობებს ვაშინგტონთან

საფრანგეთში აცხადებენ, რომ გრენლანდიის წინააღმდეგ აშშ-ის ქმედებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონთან ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, როლანდ ლესკურმა გააფრთხილა აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, რომ გრენლანდიის დაუფლების ნებისმიერი ნაბიჯი „ხაზის გადაკვეთას“ უტოლდება, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობებს ვაშინგტონთან.

„გრენლანდია სუვერენული ქვეყნის სუვერენული ნაწილია, რომელიც ევროკავშირის ნაწილია“, – განაცხადა ლესკურმა.

კითხვაზე, უნდა უპასუხოს თუ არა ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ გრენლანდიაში შეიჭრება, ლესკურმა უპასუხა: „მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ცხადია, ეს თუ მოხდება, ჩვენ ნამდვილად ახალ სამყაროში აღმოვჩნდებით და ადაპტაცია მოგვიწევს“.