„ფაინენშელ თაიმსი“ – ნავთობის ფასების ზრდით, რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს
ნავთობის ფასების ზრდით, რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებლებმა ენერგეტიკული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს, თუმცა ერთი ქვეყანა, რუსეთი, ამით სარგებლობს. ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტი დღეში 150 მილიონ დოლარამდე დამატებით შემოსავალს იღებს.
რუსულ ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთიდან და ინდოეთიდან იზრდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა უწყობს ხელს.
მარტის ბოლოსთვის რუსეთის პროგნოზირებული მთლიანი მოგება 3.3-4.9 მილიარდი დოლარი იქნება.