„ფაინენშელ თაიმსი“ - მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი უკრაინასთან და ევროპულ სახელმწიფოებთან ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან
„ფაინენშელ თაიმსი“ - მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი უკრაინასთან და ევროპულ სახელმწიფოებთან ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინასა და ევროპულ სახელმწიფოებთან ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრებიან.

„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, უიტკოფმა და რუბიომ „უარი თქვეს ლონდონის შეხვედრაში მონაწილეობაზე“.

ამასთან, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრას, სავარაუდოდ, უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი დაესწრება.

მოლაპარაკებები ლონდონში 23 აპრილს გაიმართება, სადაც ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაბიჯებს განიხილავენ.