„ფაინენშელ თაიმსი“ – დონალდ ტრამპმა უარყო უკრაინის მოთხოვნა, რუსეთზე საჰაერო თავდასხმებისთვის Starlink-ის მხარდაჭერით აღჭურვილი დრონების გამოყენების ნებართვის შესახებ

14:46, 21.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო კიევის მოთხოვნა, რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებისთვის Starlink-ის მხარდაჭერით აღჭურვილი დრონების გამოყენების ნებართვის შესახებ.

„ფაინენშელ თაიმსის“ წყაროების ცნობით, ივლისში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან განეხილა უკრაინისთვის Starlink-ის გამოყენების ნებართვა რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ობიექტებზე თავდასხმისთვის.

„წყაროების ცნობით, ზელენსკიმ მასკს შესთავაზა, რომ ნება მიეცა უკრაინისთვის Starlink-ი გამოეყენებინა რუსეთში 200 კილომეტრის სიღრმეზე მოქმედ დრონებზე, რაც მოიცავდა ბალისტიკური რაკეტების გაშვების ინფრასტრუქტურას, მართვის სისტემებს და სხვა აქტივებს. კიევი ფიქრობდა, რომ ამ დარტყმების სიღრმის შეზღუდვა მასკს მოთხოვნის დამტკიცებისკენ უბიძგებდა“, – აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.

თუმცა, ტრამპმა საბოლოო პასუხი არ გასცა და ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე დამსწრე პირების თქმით, გეგმას მხარი არ დაუჭირა. გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ მათი აზრით, მასკი კიევს ამის ნებართვას არ მისცემს.

მსგავსი