„ფაინენშელ თაიმსი“ - დავოსში, ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსები დააკავეს
„ფაინენშელ თაიმსი“ - დავოსში, ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსები დააკავეს

დავოსში, ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსები დააკავეს. ინციდენტი გასული წლის აგვისტოში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, დაკავებულებს დიპლომატების პასპორტები ჰქონდათ და ფორუმის ჩატარების ადგილზე, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდნენ.

გამოცემის ცნობით, როდესაც რუსები დააკავეს, მათ პოლიციელებს უთხრეს, რომ ისინი სანტექნიკოსები არიან. სამართალდამცავები გაკვირვებულები დარჩნენ, რომ რუსი სანტექნიკის შემკეთებლები დავოსში სამი კვირით რჩებოდნენ.

მოგვიანებით, მათ პოლიციას დიპლომატიური პასპორტები აჩვენეს. როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ჯაშუშობაში იყვნენ ეჭვმიტანილები, ისინი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მათ შვეიცარია დატოვეს.

შვეიცარიის პოლიციაში განაცხადეს, რომ ორი რუსი მამაკაცი მართლაც დააკავეს. თუმცა შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი