„ფაინენშელ თაიმსი“ - ხანძრების გამო, კანბერაში რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მუშაობა შეაჩერა 
„ფაინენშელ თაიმსი“ - ხანძრების გამო, კანბერაში რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მუშაობა შეაჩერა 

„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ხანძრების გამო, კანბერაში რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მუშაობა შეაჩერა. მათ შორის არის უნგრეთის, ირლანდიის, იტალიისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიები. მიზეზად ავსტრალიის დედაქალაქში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება სახელდება.

ადგილობრივის მედიის ინფორმაციით, უახლოეს ხანში იგივე ზომას მიმართავს ისრაელის საელჩოც.

კვამლის გამო, ავსტრალიის დედაქალაქში დროებით რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაც დაიხურა.

ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია ყოველ საათში ერთხელ განახლდება.

მეტეოროლოგების ცნობით, დღეს ავსტრალიის რამდენიმე რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, რაც ხანძრების ახალი კერების საფრთხეს ქმნის.