ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა იგეგმება
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლეკე რასმუსენი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდება. ეს იქნება დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტებისა და გრენლადიასთან დაკავშირებით მისი განცხადებების შემდეგ დანიასა და აშშ-ის შორის პირველი მაღალი დონის პირისპირ მოლაპარაკებები.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ლარს ლეკე რასმუსენისა და მარკო რუბიოს ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იგეგმება, რომელიც 3 აპრილს დაიწყება.
დაგეგმილი შეხვედრა დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის გრენლანდიაში ვიზიტის ფონზე გაიმართება.
მანამდე, გასულ კვირას კუნძულზე იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
„ფაინენშალ თაიმსის“ წყაროების ცნობით, ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრა გაუქმდეს.