„ფაინენშალ თაიმსი“ – მიმდინარე წელს ევროპაში ტყის ხანძრებით გამოწვეულმა ზარალმა სამ მილიარდ ევროს გადააჭარბა

15:39, 03.08.2026

საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და რუმინეთში წლის დასაწყისიდან ტყის ხანძრებით გამოწვეული ზარალი 3,1 მილიარდ ევროს შეადგენს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული თანხა მოიცავს ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ხარჯებს. მათ შორისაა ახალი ხეების დარგვა და ტყის აღდგენის სამუშაოები. ერთი ჰექტარის აღდგენის ღირებულება ქვეყნებისა და ეკოსისტემების მიხედვით განსხვავდება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რეალური ზარალი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძრის სეზონის პირველ ორ თვეში მხოლოდ ამ ხუთ ევროპულ ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიონი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. თუმცა საბოლოო ზარალი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს, რადგან სადაზღვევო კომპანიები, ოჯახები და ბიზნესები ჯერ კიდევ ითვლიან ქონების დაზიანებით, მოსავლის განადგურებითა და ტურიზმის სექტორში მიღებულ დანაკარგებს.

ამასთან, გამოცემის შეფასებაში სრულად არ არის გათვალისწინებული საბერძნეთში ბოლო პერიოდში გაჩენილი ხანძრების ზარალი და, ასევე, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მონაცემები.

მსგავსი