„ფაინენშალ თაიმსი“ – ირანსა და აშშ-ს შორის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა წიაღისეულ საწვავზე 100 მილიარდი ევროთი მეტი დახარჯა, ვიდრე ადრე, იმავე მოცულობის იმპორტის პირობებში
ირანსა და აშშ-ს შორის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა წიაღისეულ საწვავზე 100 მილიარდი ევროთი მეტი დახარჯა, ვიდრე ადრე, იმავე მოცულობის იმპორტის პირობებში. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ დან იორგენსენზე დაყრდნობით წერს.
„ამ წელს ენერგიაში 100 მილიარდი ევროთი მეტი გადავიხადეთ, ისე, რომ გაზის ან ნავთობის ერთი დამატებითი მოლეკულაც არ მიგვიღია“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, როგორ მოემზადონ ზამთრისთვის ენერგომატარებლების მაღალი ფასების პირობებში. ამ კონტექსტში დან იორგენსენმა ელექტრიფიკაციის ტემპის დაჩქარების საჭიროებაზე ისაუბრა.
„ამ დამოკიდებულებას უნდა დავაღწიოთ თავი. წიაღისეული საწვავი, იმპორტირებული, გარემოსთვის საზიანო და ძვირი მოლეკულები, საკუთარი წარმოების ენერგიით უნდა ჩავანაცვლოთ“, – განმარტა იორგენსენმა.
ცნობისთვის, მანამდე პორტუგალიაში ასობით სატვირთო მანქანის მძღოლმა საწვავის რეკორდული ფასების გამო საპროტესტო აქცია გამართა.