„ფაინენშალ თაიმსი“ – ესტონეთი „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიის ფარგლებში რუსეთის საზღვართან ჯარების განთავსებას აძლიერებს

10:25, 05.10.2026

ესტონეთი „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიის ფარგლებში რუსეთის საზღვართან ჯარების განთავსებას აძლიერებს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიისთვის მზადების ფარგლებში, ქვეყნის პირველი ბრიგადის ძირითადი ძალები ქალაქ ტაპადან იიჰვიში გადაჰყავთ, რომელიც რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგიის ფარგლებში მიიღეს.

ახალი სტრატეგიის ფარგლებში პირველი ბრიგადა ტაპადან იიჰვიში მუდმივად განთავსდება, სადაც სამხედროებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა შენდება. ასევე, საზღვრისპირა ქალაქ ნარვაში შენდება სამხედრო ბაზა, რომელიც ათას სამხედრო მოსამსახურის განთავსებაზე იქნება გათვლილი.

ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყანა ჯარებს რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს ეტაპობრივად განათავსებს და შეიძენს შეიარაღებას, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელება შეუძლია.

ესტონეთის პირველი ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ტარმო კუნდლას განცხადებით, ქვეყნის თავდაცვა რუსეთის საზღვრიდან უნდა დაიწყოს.

მსგავსი