„ფაინენშალ თაიმსი“ – დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ფასების ზრდის მიმართ მოქალაქეთა უკმაყოფილებას აჩვენებს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დროით ადრე, Focaldata-ს მიერ ჩატარებულმა უახლესმა ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 33% აფასებს ტრამპის მოღვაწეობას დადებითად.
მათივე ინფორმაციით, გასული თვის გამოკითხვასთან შედარებით ტრამპის რეიტინგი 3%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება უშუალოდ რესპუბლიკელ ამომრჩევლებს, მათ შორის ტრამპის რეიტინგი ორი პუნქტით, 72%-მდე დაეცა. რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის 53%-მა განაცხადა, რომ ისინი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკის მართვას შესახებ ტრამპის პოზიციას იზიარებენ. ეს მაჩვენებელი თითქმის რვა პუნქტით ნაკლებია გასული თვის მონაცემებზე.
ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობამ უკმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტის ტარიფებისა და სავაჭრო პოლიტიკის მიმართ.
„ფაინენშალ თაიმსის“ შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარი თანაშემწეები ცდილობენ, ირანთან ომის ესკალაცია ნოემბრის შუალედური არჩევნების დასრულებამდე გადადონ, რათა თავიდან აიცილონ რესპუბლიკური პარტიის დამარცხება.
კვლევითმა კომპანია Focaldata-მ გამოკითხვა 28 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. მათ 1 914 რეგისტრირებული ამომრჩევლის გამოკითხეს, კვლევის ცდომილების ზღვარი 2.6% პუნქტია.