„ფაინენშალ თაიმსი“ – დონალდ ტრამპი ომის ესკალაციას თუ გამოიწვევს, ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს
დონალდ ტრამპი ომის ესკალაციას თუ გამოიწვევს, ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“, ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ირანის ძალებმა შეაფასეს აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი, რომელმაც გასულ თვეში დაუშვა თავისი ბეზმერის საჰაერო ბაზის გამოყენება აშშ-ის თვითმფრინავების საწვავის შევსებისთვის.
ერთ-ერთმა მათგანმა დაამატა, რომ კვიპროსი, სადაც მარტში დრონით განხორციელდა თავდასხმა ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე, ასევე არის პოტენციური სამიზნე აშშ-ის შეტევის განახლების შემთხვევაში.
მათი თქმით, ირანის ძალებმა ცალკე განიხილეს ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა ბოჭკოვან ოპტიკურ კაბელებზე შეტევა ესკალაციის შემთხვევაში.