„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება
„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

აშშ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

თეთრ სახლში მიმდინარე მსჯელობის შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ გამოცემასთან განაცხადა, რომ „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ აშშ-ის დამატებითი სანქციები პირველ მარტივ ნაბიჯად მოიაზრება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი გემების შავ სიაში შეყვანა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოსკოვს სანქციებს დაუწესებს.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის.