„ფაინენშალ თაიმსი“ - ანგელა მერკელს სურს, ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს და აღნიშნულ ინიციატივას ემანუელ მაკრონიც ​უჭერს მხარს
„ფაინენშალ თაიმსი“ - ანგელა მერკელს სურს, ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს და აღნიშნულ ინიციატივას ემანუელ მაკრონიც ​უჭერს მხარს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს და აღნიშნულ ინიციატივას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც მხარს უჭერს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გერმანიის კანცლერმა ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც ბერლინს საფრანგეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ესტუმრნენ.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ბერლინში ფიქრობენ, რომ 16 ივნისს ჟენევაში ჩატარებული აშშ-რუსეთის სამიტი შეიძლება, საფუძვლად დაედოს დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ევროკავშირისა და რუსეთის სამიტები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა.

დატოვე კომენტარი