Facebook-ში კრიპტოვალუტების რეკლამირება აიკრძალა
Facebook-ში კრიპტოვალუტების რეკლამირება აიკრძალა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა საკუთარ პლატფორმაზე კრიპტოვალუტების, ბინარული ოფციონებისა და ICO-ს რეკლამების განთავსება აკრძალა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მსგავსი ტიპის განცხადებებს მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეჰყავს.

„გვინდა, რომ ადამიანებმა Facebook-ის სარეკლამო განცხადებებიდან გაიგონ ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შესახებ და არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ ეს არის თაღლითობა და ტყუილი“, – აცხადებენ კომპანიაში.

Facebook-ში განმარტავენ, რომ ბევრი კომპანია, რომელიც ბინარული ოფციონების, ICO-სა და კრიპტოვალუტების რეკლამას აკეთებს, კეთილსინდისიერად არ მუშაობს.

„განცხადებები უნდა იყოს უსაფრთხო, ჩვენ მათ უპირველესად ადამიანებისთვის ვქმნით“, – აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ რეკლამა, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, სოციალურ ქსელში არ უნდა იყოს. ახალი პოლიტიკა Facebook-ში ამის აღმსაფხვრელად შეიმუშავეს.

ამასთან, Facebook-ი მომხმარებელს იმ პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, რომელიც სოციალური ქსელის ახალ პოლიტიკას არღვევს.