Facebook-ი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს
Facebook-ი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს

Facebook-ი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს. ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე შექმნიან ვებ გვერდს, რომელიც “რუსეთის პროპაგანდის” შემცველ მასალას გამოავლენს.

კერძოდ, აღნიშნულ ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება იმის დადგენა, დაკავშირებულია თუ არა კონკრეტული პუბლიკაცია ან ანგარიში სანკტ-პეტერბურგში მდებარე ინტერნეტ-კვლევით სააგენტოსთან. ამ სააგენტოს Facebook -ში ახასიათებენ “აგენტად, რომელიც აშშ-ში დემოკრატიას ძირს უთხრის”.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საძიებო სისტემა Google-ი რუსეთის პროპაგანდისტული მასალის გაფილტრვას გეგმავს. საუბარია Russia Today-ისა და Sputnik-ის მასალის რანჟირებაზე.