Facebook-მა და Twitter-მა ირანსა და რუსეთთან დაკავშირებული ათასამდე ანგარიში გააუქმეს
Facebook-მა და Twitter-მა ირანსა და რუსეთთან დაკავშირებული ათასამდე ანგარიში გააუქმეს

Facebook-მა და Twitter-მა ირანსა და რუსეთთან დაკავშირებული ათასამდე ანგარიში გააუქმეს. სოციალური ქსელები აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად „დაუზუსტებელ“ ქმედებებს ასახელებენ.

Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით სოციალური ქსელის 650-მდე ანგარიში და ჯგუფი არასწორ ქმედებებში ამხილეს.

„ჩვენ ვკრძალავთ ამ სახის ქმედებებს, რადგან გვსურს, რომ ხალხი ენდოს ჩვენს სოციალ ქსელს“, – აღნიშნულია Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში. ამასთან აღნიშნულია, რომ ანგარიშების გაუქმება დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მსგავსი დარღვევები აღმოაჩინეს Twitter-ის 284 გვერდზე. ისინი ირანთან კავშირის გამო გააუქმეს.

ამასთან ერთად, 21 აგვისტოს Microsoft-მა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებამდე რუსეთი პოლიტიკურ ჯგუფებზე ახალ თავდასხმებში ამხილა. ამერიკული მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანიის ცნობით, კრემლთან დაკავშირებულმა კიბერჯგუფმა ყალბი ინტერნეტდომენები შექმნა, რომელიც თითქოს ორ ამერიკულ კონსერვატიულ ორგანიზაციას ეკუთვნის. სხვა სამი ყალბი დომენი კი აშშ-ის სენატის საკუთრებად გაასაღა.

რუსი ჰაკერების თავდასხმის მცდელობებზე საუბრობენ სენატის წევრებიც. ისინი აცხადებენ, რომ რუსი კიბერდამნაშავეები მათ სამუშაო კომპიუტერებში შეღწევას ცდილობდნენ.