Facebook-ი ჯგუფური ჩატის პრინციპს ცვლის
Facebook-ი ჯგუფური ჩატის პრინციპს ცვლის

Facebook-ი Messenger-ის ჯგუფური ჩატის პრინციპს ცვლის. სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯგუფურ ჩატში მომხმარებლის დამატებისათვის ადმინისტრატორის დასტური იქნება საჭირო.

Facebook-ის განცხადებით, ეს ფუნქცია განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება დიდი ჯგუფური ჩატებისთვის. შესაძლებელია ადმინის ფუნქციების გაყოფა მომხმარებლებს შორის. ჯგუფურ ჩატებს 250 წევრის მხარდაჭერა ექნება. კომპანიის თქმით, ჩატს დაემატება სპეციალური ბმულით მომხმარებელთა მოწვევის ფუნქციაც.

„ჯგუფური ჩატის თითოეულ წევრს შეეძლება სპეციალური მოსაწვევი ბმულის შექმნა და იმ ადამიანისთვის გაზიარება, რომლის დამატებაც სურს საუბარში. მომხმარებელი, რომელიც ბმულზე შევა, ჩატს ავტომატურად დაემატება, მაგრამ მხოლოდ ადმინის თანხმობის შემდეგ“, — ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.