ფაბრიციო რომანო - ტარემი „ინტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება #1TVSPORT
ირანის ნაკრებისა და „პორტოს“ თავდამსხმელი „ინტერთან“ ხელშეკრულებას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს, – იუწყება ფაბრიციო რომანო.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მეჰდი ტარემი უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც „ინტერთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს (კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით).
მეჰდი ტარემი „პორტოს“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიური გუნდის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.