ფაბრიციო რომანო – „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში კვარაცხელია მეორე ადგილზეა #1TVSPORT

00:48, 18.10.2026

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მეორე ადგილზეა – ინფორმაციას ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„სენსაციური სიახლე: „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) გამოკითხვაში კილიან მბაპე ლიდერობს. ამდენი წლის მოლოდინის შემდეგ — ნუთუ ეს, ბოლოს და ბოლოს, მისი წელი იქნება?“ – წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი.

ფაბრიციო რომანო France Football-ის ჟიურისგან გაჟონილ უახლეს მონაცემებს აქვეყნებს:

1. კილიან მბაპე — 34.2%

2. ხვიჩა კვარაცხელია — 24.3%

3. ჰარი კეინი — 8.6%

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2025-26 წლების სეზონზე, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მსგავსი