ფაბრიციო რომანო – ბართიშვილი შეიძლება „არსენალის“ ფეხბურთელად ჩავთვალოთ #1TVSPORT
„ანდრია ბართიშვილის სამედიცინო შემოწმება დასრულებულია, კონტრაქტი გაფორმდება და ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება. ბართიშვილი „არსენალის“ პირველ გუნდს 2027 წლის ზაფხულში, 18 წლის ასაკში შეუერთდება“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ანდრია „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მას შემდეგ რაც მისი მენეჯერი მამუკა ჯუღელი გახდა, ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა, წელს კი „იბერიის“ ღირსებას იცავს. ის პირველი ქართველი ფეხბურთელი იქნება, ვინც „არსენალის“ რიგებში ითამაშებს.