ფაბიო კანავარო - კვარა გაღიზიანებულია შეცვლით? პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც მინდორზე გადიან და ყოველდღე ვარჯიშობენ #1TVSPORT
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ რამდენიმე კომენტარი გააკეთა „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ.
„მცველმა ბავშვური შეცდომა დაუშვა ოსიმენის გოლის დროს – უნდა დაიცადო და მინდორზე არ უნდა დაწვე. მან ერთდროულად ორი შეცდომა დაუშვა. ოსიმენი ჩემპიონია, მოთამაშე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერი მწვრთნელისთვის შედეგი მოაქვს.
ლევანდოვსკის გოლი? როცა მცველი ფეხებს შორის უშვებს ბურთს, ეს ანადგურებს შენს მეკარეს. ბურთი არასოდეს არ უნდა გაძვრეს ფეხებს შუა – ეს ნომერ პირველი წესია მცველებისთვის.
კვარაცხელია გაბრაზებულია შეცვლის გამო? პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც მინდორზე გადიან და შენსავით ყოველდღე ვარჯიშობენ. ასეთი დამოკიდებულება მწვრთნელს აღიზიანებს, რომელიც გუნდში ახალი მისულია და უნდა, სხვებს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს“.