ეზიდთა სასულიერო საბჭო - მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია ადამიანებს მძიმე ნარკოტიკების მოხმარებამდე მიიყვანს
ეზიდთა სასულიერო საბჭო - მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია ადამიანებს მძიმე ნარკოტიკების მოხმარებამდე მიიყვანს

მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია ადამიანებს მძიმე ნარკოტიკების მოხმარებამდე მიიყვანს,- ამის შესახებ ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის შესახებ გაავრცელეს.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ და რელიგიურმა ორგანიზაციებმა უნდა იფიქრონ ახალგაზრდა თაობაზე და ქვეყნის მომავალზე.

„ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში იმსჯელა მარიხუანის კულტივირების კანონპროექტის შესახებ და გამოთქვა თავისი პოზიცია:

ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს წინაშე დგას საკანონმდებლო ბაზის დახვეწის ამოცანა, რომელიც ეხება ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ საკითხების რეგულაციას. მაშასადამე სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის განმტკიცებას, შობადობის სტიმულაციას, ბავშვებზე და მოხუცებულებზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია მიიყვანს ადამიანებს მძიმე ნარკოტიკების მოხმარებამდე. მარიხუანის მომხმარებელი შეცვლილი გონების მდგომარეობის ძებნაშია, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ განიცდის, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, რასაც მეცნიერებიც ადასტურებენ. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ უნდა ვკრათ ხელი ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს და ხელი უნდა შევუწყოთ მათ რეაბილიტაციას.

საზოგადოებამ, სახელმწიფომ და რელიგიურმა ორგანიზაციებმა უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდა თაობაზე და ქვეყნის მომავალზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.