ეზიდები აიდა ეზიდს ზეიმობენ
ეზიდები აიდა ეზიდს ზეიმობენ

ეზიდები დღეს ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს, აიდა ეზიდს ზეიმობენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ეზიდთა თემის წარმომადგენლები დღეს თბილისის მთავარ ეზიდურ ტაძარში შეიკრიბნენ.

ღვთისმსახურების შემდეგ ახლად შექმნილი ოთხენოვანი პორტალის, ეზიდი.ჯის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ეზიდების შესახებ ინფორმაცია, ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა და დოკუმენტებია თავმოყრილი.

გარდა ამისა, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც, რომელზეც სიგელები იმ პირებს გადაეცათ, ვინც ეზიდური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში წვლილი შეიტანეს.

საზეიმო ღონისძიებას რელიგიის საკითხთა საცელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აიდა ეზიდი დეკემბრის პირველ პარასკევს აღინიშნება და სამყაროს შექმნას უკავშირდება. დღესასწაულს წინ უსწრებს სამდღიანი მარხვა სულთან ეზიდის პატივსაცემად, რომელიც ყველა ეზიდისთვის სავალდებულოა.