„ევროპული საქართველოს" წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან
„ევროპული საქართველოს" წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან

თბილისში, რუსთაველის მეტროსთან „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი „თავისუფლების მარშში“ მონაწილეობას გეგმავენ.

როგორც რუსთაველის მეტროსთან შეკრებილები აცხადებენ,  პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეუერთდებიან მსვლელობის მონაწილეებს და მათთან ერთად გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ.

„ევროპული საქართველოს” წევრები და მათი მხარდამჭერები უერთდებიან რუსთაველზე 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.

„მხარდამჭერებს მოვუწოდეთ, რომ მოსულიყვნენ თბილისიდან, რეგიონებიდან. შევუერთდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს და განვაგრძობთ მსვლელობას პარლამენტის შენობისკენ. რა თქმა უნდა, მოთხოვნა არ იცვლება. გახარიას, რომელიც არის ჩვეულებრივი ჯალათი, არ აქვს უფლება, ეკავოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა.

დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.