„ევროვიზიის“ სცენას „ინტერვალ აქტის” დროს სავარაუდოდ, ელტონ ჯონი და Coldplay დაიკავებენ
„ევროვიზიის“ სცენას „ინტერვალ აქტის” დროს სავარაუდოდ, ელტონ ჯონი და Coldplay დაიკავებენ

„ევროვიზიის“ სცენაზე „ინტერვალ აქტი” სავარაუდოდ, ელტონ ჯონსა და Coldplay-ს ექნებათ. ინფორმაციას სააგენტო eurovoix.com ებრაულ სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად მუშაობს, რომ წლევანდელი  კონკურსი გამორჩეული იყოს. ამისთვის კი, მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებთან.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ტელევიზია მკაცრად იცავს კონფიდენციალობას საერთაშორისო ვარსკვლავებთან მიმართებაში, ინფორმაცია მაინც გავრცელდა.

გამოცემის თანახმად, ამ დროისათვის „ინტერვალ აქტის” წარმდგენებად გრემის ექვსგზის მფლობელი, ინგლისელი პოპ და როკ მუსიკოსი ელტონ ჯონი და პოპულარული ბრიტანული როკ ჯგუფი Coldplay განიხილება.

ინტერვალ აქტი” ფინალური შოუს ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ნაწილია, როდესაც კონკურსანტების გამოსვლების შუალედში სცენას ცნობილი მუსიკოსები იკავებენ.

„ევროვიზიის“ სცენას მსოფლიოში  ცნობილი მუსიკოსები ხშირად სტუმრობენ. 2016 წელს სტოკჰოლმში ფინალური კონკურსის შოუზე პერფორმანსი წარმოადგინა ჯასთინ თიმბერლეიქმა. აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონი  ევროვიზიის მთავარ სცენას 2003 წელს ვენაში სტუმრობდა.

გასულ წელს, ლისაბონში გამართული მუსკალურ კონკურსის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი ნეტა  გახდა სიმღერით TOY.  შესაბამისად, კონკურსის წესების მიხედვით, მომდევნო „ევროვიზიას “გამარჯვებული ქვეყანა, ისრაელი მასპინძლობს. კონკურსი ექსპო თელ-ავივში ჩატარდება.

„ევროვიზიის“ მუსიკალური კონკურსის 2019 წლის ნახევარფინალური შოუები 14 და 16 მაისს გაიმართება. ფინალი კი, 18 მაისს არის დაგეგმილი.

საქართველოს „ევროვიზიაზე“ 2019 წელს პირველი არხის პროექტის, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული წარადგენს.