ევროვიზიის კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან იწყება
ევროვიზიის კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან იწყება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან იწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათიდან გაყიდვაში სრულად ჩაეშვება ორივე ნახევარფინალის, ფინალური ტურისა და ჟიურის შოუს ბილეთები, რომელთა ფასიც 73 ევროდან (300 ებრაული შეკელი) იწყება.

ბილეთების რეალიზაციას ებრაული კომპანია „ლიანი“ განახორციელებს.

Eurovision.tv აფრთხილებს კონკურსის გულშემატკივრებს, კონკურსზე დასასწრები ბილეთები შეიძინონ მხოლოდ პარტნიორ საიტზე.

შეგახსენებთ, ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსს თელ ავივი 14, 16 და 18 მაისს მასპინძლობს.