„ირიაოს“ პრომო ვიდეოს „ილიას ბაღში" იღებენ
„ირიაოს“ პრომო ვიდეოს „ილიას ბაღში" იღებენ

ევროვიზიის შემოქმედებითი ჯგუფი ევროფესტივალის წლევანდელი კონკურსის მონაწილე ჯგუფისთვის პრომო ვიდეოს იღებს.

პრომო ვიდეოზე  ეთნოჯაზბენდირიაოს“ საკონკურსო სიმღერაზე გადაღებული კლიპის ავტორი ზაზა ორაშვილი მუშაობს. რეჟისორმა გადაღებისთვის თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე „ილიას ბაღი“ შეარჩია.

კლიპი მზადდება  Eurovision.tv-თვის და Youtube Chanell-ის ოფიციალურ არხზე სულ მალე გამოჩნდება.

რგოლის მიზანი არხის გამომწერებისთვის „ევროვიზია 2018″-ის კონკურსანტების უკეთ გაცნობაა.

ეთნოჯაზბენდის წევრები 10 სტანდარტულ შეკითხვას გასცემენ პასუხს, რითაც მაყურებელს და გულშემატკივრებს საკუთარ ქვეყანას და შემოქმედებას გააცნობენ.

Eurovision.tv ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ არხია და მას მილიონ ნახევარზე მეტი გამომწერი ჰყავს.