ევროვიზიის კონკურსი 2021 წლის მაისში ჩატარდება
ევროვიზიის კონკურსი 2021 წლის მაისში ჩატარდება

ევროვიზიის კონკურსი 2021 წლის მაისში ჩატარდება. ევროვიზიის ჩატარების განახლებულ თარიღზე ინფორმაცია კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და სხვა მაუწყებლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროვიზიის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს ჩატარდება, ხოლო საფინალო შოუ ეთერში 21 მაისს გადაიცემა.

ევროვიზიის კონკურსი როტერდამში, ნიდერლანდებში ჩატარდება.

2020 წლის ევროვიზია პანდემიის გამო გაუქმდა.