ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერისა და კლიპის პრემიერა გადაცემა „დღის კოდში“ გაიმართა

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერისა და კლიპის პრემიერა დღეს საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „დღის კოდში“ შედგა.

სიმღერა You ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე, თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ვიდეოში მარიამ ალექსიძის დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.