ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ქულებს გაგა აბაშიძე გამოაცხადებს
ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ქულებს გაგა აბაშიძე გამოაცხადებს

საქართველოს სახელით ქულებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს პირველი არხის წამყვანი, მომღერალი გაგა აბაშიძე გამოაცხადებს.

გაგა აბაშიძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2018 წლის მონაწილეა. ქვეყანა მომღერალმა ლისაბონში, ეთნოჯაზბენდ „ირიაოსთან“ ერთად, სიმღერით „შენი გულისთვის“ წარადგინა.

ევროვიზიის 64-ე კონკურსი ისრაელში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. სამდღიან მუსიკალურ ზეიმში 41 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს ევროფესტივალზე ოთო ნემსაძე, სიმღერით „სულ წინ იარე“ წარადგენს.