ევროვიზია 2025-ზე საქართველოს ჟიურის ქულებს ნუცა ბუზალაძე გამოაცხადებს

13:11, 01.05.2025

17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალურ შოუზე საქართველოს ჟიურის ქულებს ნუცა ბუზალაძე გამოაცხადებს.

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზია 2024-ზე სიმღერით Firefighter წარადგენდა, სადაც ფინალურ შოუზე 21-ე ადგილი დაიკავა.

ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია სიმღერით Freedom წარადგენს და მეორე ნახევარფინალურ შოუზე, 15 მაისს გამოვა მაყურებლის წინაშე.

წლევანდელი სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მსგავსი