ევროვიზია 2023-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
ევროვიზია 2023-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

დღეს ევროვიზია 2023-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია და სერბეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

პირველი ნახევარფინალური შოუდან ფინალში გადასული ქვეყნები მაყურებლის წინაშე 13 მაისს მეორე ნახევრფინალიდან გადასულ 10 ქვეყანასა და დიდი ხუთეულის ქვეყნებთან ერთად წარდგება.

ევროვიზია 2023-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

საქართველოს წარმომადგენელი ირუ 11 მაისს მე-11 ნომრად მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2023-ის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.