ევროვიზია 2022-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება

იტალიაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი იწყება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ ტურინში დღეს გაიმართება, სადაც 17 ქვეყნის რჩეული მუსიკოსი ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

პირველ ნახევარფინალში შემდეგი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას: ალბანეთი, ლატვია, შვეიცარია, სლოვენია, ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, დანია, სომხეთი, ავსტრია, ხორვატია, ისლანდია და საბერძნეთი.

პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს წარმომადგენელი, ჯგუფი Circus Mircus კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს, მე-5 ნომრად სიმღერით – Lock Me In წარდგება მაყურებლის წინაშე.