ევროვიზია 2021-ზე არ დაიშვება ის სიმღერები, რაც 2020 წლის კონკურსზე უნდა შესრულებულიყო
ევროვიზია 2021-ზე არ დაიშვება ის სიმღერები, რაც 2020 წლის კონკურსზე უნდა შესრულებულიყო

ევროვიზია 2021-თან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და სამეთვალყურეო ჯგუფმა ახალი გადაწყვეტილება გაასაჯაროეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მომავალი წლის კონკურსზე იგივე სიმღერები არ დაიშვება. რაც შეეხება მომღერლებს, ეს უკვე დამოკიდებულია მონაწილე ქვეყნების მაუწყებლებზე. მათ შეუძლიათ დატოვონ იგივე მომღერალი ან დაასახელონ ახალი წარმომადგენელი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 18 მარტს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება. ევროფესტივალი როტერდამში 12,14 და 16 მაისს უნდა გამართულიყო. 2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენდა.