ევროვიზია 2021-ის პირველ ნახევარფინალში 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
ევროვიზია 2021-ის პირველ ნახევარფინალში 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ როტერდამში დღეს გაიმართა.

პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 16 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ლიეტუვა, კვიპროსი, შვედეთი, ბელგია და უკრაინა.

პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან გადაიცემოდა.

წელს ევროფესტივალზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში 20 მაისს იმღერებს. თორნიკე ყიფიანი შეასრულებს სიმღერას – „You“.

დატოვე კომენტარი