ევროვიზია 2021-ის მეორე ნახევარფინალში 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
ევროვიზია 2021-ის მეორე ნახევარფინალში 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ როტერდამში დღეს გაიმართა.

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა –  „You“ შეასრულა.

მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 17 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან გადაიცემოდა.

ევროვიზიის ფინალი 22 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.