ევროვიზია 2021-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ევროვიზია 2021-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ევროვიზია 2021-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია.

პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია:  ნორვეგია, ისრაელი, რუსეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ლიეტუვა, კვიპროსი, შვედეთი, ბელგია, უკრაინა, ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

ევროვიზიის ფინალზე ამ 20 ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის” ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ. ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა ასევე კონკურსის მასპინძელი ქვეყანა – ნიდერლანდები.

ევროვიზიის ფინალი 22 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.