„ევროვიზია 2019“-ისთვის ჟიურის მიერ შერჩეული სიმღერები ცნობილია
„ევროვიზია 2019“-ისთვის ჟიურის მიერ შერჩეული სიმღერები ცნობილია

„ევროვიზია 2019“-ისთვის ჟიურის მიერ შერჩეული სიმღერები ცნობილია. სამი საუკეთესო კომპოზიცია ჟიურიმ დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად შეარჩია. გამარჯვებული ავტორები არიან: ლევან ბაშარული, რომა გიორგაძე, თამარ ბაბილუა.

საუკეთესოდ დასახელებულ სიმღერებს მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტები 3 მარტს, ფინალურ ლაივ-შოუზე შეასრულებენ.

წესების თანახმად, კონკურსანტები თავად აირჩევენ, რომელ სიმღერას იმღერებენ ფინალურ კონცერტზე. გამარჯვებული კი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარდგება.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს მაყურებელი გამოავლენს.

კონკურსის შედეგად, 200-ზე მეტი სიმღერა შემოვიდა. სიმღერის შერჩევის პროცესი სამი ტურისგან შედგება. პირველი ტურის შედეგად შეირჩა 50 სიმღერა, მეორე ტურის შემდეგ 12, მათგან საუკეთესოები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.

ჟიურის შემადგენლობაში არიან: ლანა ქუთათელაძე, დათო ევგენიძე, გიორგი ასანიშვილი, ზურა რამიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, ლადო ტატიშვილი, ხათუნა კობერიძე, მანანა მორჩილაძე.