ევროვიზია 2019-ის ფინალზე შესაძლოა, მადონამ იმღეროს

18:49, 16.01.2019

ევროვიზია 2019-ის ფინალზე შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მომღერალმა მადონამ იმღეროს. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების მიხედვით, მომღერალი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მომღერალმა ევროვიზიაში მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვა, ახლა კი ჰონორართან დაკავშირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ევროვიზიის კონკურსი ისრაელის დედაქალაქში 14-18 მაისსაა დაგეგმილი.

მსგავსი