ევროვიზია 2018-ის ქართველ კონკურსანტს ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა უმასპინძლა

17:11, 23.11.2018

ევროვიზია 2018-ის ქართველ კონკურსანტ თამარ ედილაშვილს ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა უმასპინძლა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შეხვედრას ქართული დელეგაციის წევრები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვალერი კვარაცხელიამ თამარ ედილაშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ბელარუსში 3 000 ქართველი ცხოვრობს. მისი თქმით, გარდა ამისა, ბელარუსებს საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

ვალერი კვარაცხელიამ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

მსგავსი