ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილეები პორტუგალიაში დღეს მიემგზავრებიან

16:33, 30.04.2018

ევროვიზია 2018-ის პირველი ნახევარფინალური ტურის მონაწილეებმა ლისაბონში, „ალტიჩე არენას“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს. საკუთარი საკონკურსო ნომერი 19-მა მონაწილემ შეასრულა.

ქართველი მონაწილეები პორტუგალიაში დღეს გაემგზავრებიან და მათი პირველი რეპეტიცია “ალტიჩე არენაზე” 2 მაისს არის ჩანიშნული.

რეპეტიციების ფრაგმენტების ნახვა შესაძლებელია ვებპორტალ eurovision.tv-ზე.

 

მსგავსი