ევროვიზია 2018-ის ქართველი მონაწილეები პორტუგალიაში დღეს მიემგზავრებიან
ევროვიზია 2018-ის პირველი ნახევარფინალური ტურის მონაწილეებმა ლისაბონში, „ალტიჩე არენას“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარეს. საკუთარი საკონკურსო ნომერი 19-მა მონაწილემ შეასრულა.
ქართველი მონაწილეები პორტუგალიაში დღეს გაემგზავრებიან და მათი პირველი რეპეტიცია “ალტიჩე არენაზე” 2 მაისს არის ჩანიშნული.
რეპეტიციების ფრაგმენტების ნახვა შესაძლებელია ვებპორტალ eurovision.tv-ზე.