ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული სიმღერის ავტორს პლაგიატში ადანაშაულებენ
ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული სიმღერის ავტორს პლაგიატში ადანაშაულებენ

ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული სიმღერის ავტორს პლაგიატში ადანაშაულებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავლენიანმა ხმის ჩამწერმა კომპანია Universal Music-მა უკვე გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი კომპოზიციის ავტორებს დორონ მედალსა და სტავ ბეგერის.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისრაელელი ნეტა ბარზალიას მიერ შესრულებული სიმღერა Toy, ამერიკული როკ-ჯგუფის White Stripes-ის სიმღერის Seven Nation Army-ს პლაგიატია.

საერთაშორისო კონკურსის რეგლამენტის თანახმად, ყველა სიმღერა, რომელიც ევროვიზიაზე შესრულდება, ორიგინალი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პლაგიატი დამტკიცდება, მომღერალს დისკვალიფიკაცია ემუქრება. რაც იმასაც ნიშნავს, რომ ისრაელში კონკურსი აღარ ჩატარდება. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულად მეორე ადგილზე გასული კვიპროსის წარმომადგენელი გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი